ბრიტანულმა კომპანიამ Talacrest-მა (იტალიური სპორტული ავტომობილის ოფიციალურმა დილერმა) აუქციონზე 1962 წელს გამოშვებული, რარიტეტული Ferrari 250 GTO გამოიტანა, რომელიც 45 მლნ. ფუნტ სტერლინგად ანუ 56 მლნ. დოლარად შეაფასა.
1962 წელს Ferrari 250 GTO-მ მონაწილეობა მიიღო მარათონში ”სებრინგის 12 საათი”, გაიმარჯვა საკუთარ კლასში და მეორე ადგილი დაიკავა საერთო ჩათვლაში.
Talacrest-ის ხელმძღვანელის ჯონ კოლინზის განცახედით, ”Ferrari 250 GTO კლასიკური მანქანების წმინდა გრაალია”, რომელიც გაყიდვის შემთხვევაში აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ლოტად იქცევა.
