Ferrari-ს სუპერქარების ლოდინის დრომ 2 წლიან ნიშნულს გადააჭარბა. იტალიური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბენეტო ვინამ დაადასტურა, რომ წინასწარი შეკვეთების ჟურნალი 2025 წლის შემოდგომამდე სავსეა, ამიტომ ახალი Ferrari-ს ამჟამად შეკვეთის შემთხვევაში თქვენს ავტომობილს მხოლოდ 2026 წლისთვის მიიღებთ.
გაყიდვების მთავარი მამოძრავებელი ძალა ჰიბრიდები გახდა: 296 GTB/GTS-ის და SF90 Stradale/Spider-ის ოჯახობაზე შეკვეთების 51% მოდის. ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე Ferrari-მ მომავალი წლის პროგნოზებიც გააუმჯობესა.
ბრენდის ბოსმა დააზუსტა, რომ ახალ ელექტროქარზე აჩქარებულ რეჟიმში მუშაობენ და წარმოების გრაფიკს წინაც კი უსწრებენ.