LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-ის შემ­ქმნე­ლი იტა­ლი­ე­ლი ენცო ან­სელ­მო ფერ­ა­რი – ავტოსთორი

146
encoferrari

Ferrari-ის შემ­ქმნე­ლი იტა­ლი­ე­ლი ენცო ან­სელ­მო ფერ­ა­რია. იგი იტა­ლი­ის ქა­ლაქ მო­დე­ნა­ში 1891 წელს და­ი­ბა­და და 1988 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ენცო ფერ­ა­რი თა­ვი­დან­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით, მას მო­ტო­ციკ­ლე­ბიც იზი­დავ­და. იგი თავ­და­პირ­ვე­ლად მრბო­ლე­ლი და რამ­დე­ნა­დაც გა­საკ­ვი­რი არ იყოს „ალფა რო­მე­ოს“ დი­ზა­ი­ნე­რი იყო, ვიდ­რე სა­კუ­თარ ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნია Ferrari-ის და­ა­არ­სებ­და.

Ferrari-ის პირ­ველ მო­დელს Ferrari არ ერ­ქვა. იგი 1940 წელს გა­მო­უშ­ვეს და მას ერ­ქვა Auto Avio Costruzioni 815, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი და­არ­ქვეს Tipo 815, რო­დე­საც მის დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბა დას­რულ­და. ენცო ფერ­ა­რის არ შე­ეძ­ლო თავ­და­პირ­ვე­ლად მისი სა­ხე­ლი და­ერ­ქვა ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის. იმის გამო, რომ იგი ოფი­ცი­ა­ლუ­რად „ალფა რო­მე­ოს“ დი­ზა­ი­ნე­რი იყო, არ შე­ეძ­ლო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­კუ­თა­რი ხაზი გა­მო­ეშ­ვა და მის­თვის თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქმია.

Ferrari-ის მთა­ვა­რი მი­სია იყო სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სამ­გზავ­რო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა Ferrari-იმ და­ი­წყო იმის გამო, რომ ამით და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა სპორ­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბის წარ­მო­ე­ბა. თუმ­ცა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­გზავ­რო ავ­ტო­მო­ბი­ლებ­მა უდი­დე­სი აღი­ა­რე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა.

Ferrari-ი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი სის­წრა­ფით. Ferrari-ის ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლი სწრა­ფია. თუმ­ცა, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი იყო F60 მო­დე­ლი. ამ მო­დე­ლის ავ­ტო­მო­ბილს შე­ეძ­ლო ნუ­ლი­დან 100 კმ.სთ სიჩ­ქა­რე­ზე მხო­ლოდ 3,2 წამ­ში ასუ­ლი­ყო. სწო­რედ ამ უნა­რის გამო იგი მსოფ­ლი­ო­ში უს­წრა­ფე­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი გახ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლი 2009 წლის 12 იან­ვარს გა­მო­ვი­და.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომმა პირ­ვე­ლი Ferrari-ის გა­მოშ­ვე­ბის პრო­ცე­სი შე­ა­ფერ­ხა. Ferrari-ის ქარ­ხა­ნა იტა­ლი­ის ქა­ლაქ მა­რა­ნე­ლო­ში 1944 წელს და შემ­დეგ 1945 წელ­საც და­ი­ბომ­ბა. ამი­ტო­მაც პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი Ferrari -V12 125 S მო­დე­ლი 1947 წლის მარ­ტამ­დე ვერ გა­მო­ვი­და.

Ferrari-ის ტრა­დი­ცი­უ­ლი ფე­რია წი­თე­ლი. რო­დე­საც ამ ავ­ტო­მო­ბილ­ზე ვსა­უბ­რობთ, მა­შინ­ვე წი­თე­ლი ფერი გვახ­სენ­დე­ბა. თუმ­ცა, Ferrari-ის არა­ერ­თი ფე­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი აქვს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის ღია ყვი­თე­ლი, ნაც­რის­ფე­რი. თეთ­რი, შავი და მწვა­ნე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იგი მა­ინც ასო­ცირ­დე­ბა წი­თელ­თან, ამი­ტო­მაც ფილ­მებ­ში სწო­რედ წი­თელ Ferrari-ის ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას. გა­ყი­დუ­ლი Ferrari-ის 45 პრო­ცენ­ტი სწო­რედ წი­თე­ლი იყო.

.„ფორ­მუ­ლა 1“-ის ცნო­ბი­ლი მრბო­ლე­ლი მი­ხე­ილ შუ­მა­ხე­რი ერთ დროს ყვე­ლა­ზე მა­რა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სპორ­ტსმე­ნი იყო. იგი სწო­რედ Ferrari-ით მო­ნა­წი­ლე­ობ­და შე­ჯიბ­რე­ბებ­ში. Ferrari-ის ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ შუ­მა­ხე­რის­თვის მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­დახ­დის­თვის, თუმ­ცა, ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლი აცხა­დებ­და, რომ შუ­მა­ხე­რის უნა­რე­ბი ამად ღირ­და.

გა­ყიდ­ვე­ბის მხრივ Ferrari-ის­თვის სა­უ­კე­თე­სო წელი 2016 წელი იყო. ამ წელს კომ­პა­ნი­ამ 8 014 ავ­ტო­მო­ბი­ლი აწარ­მოა. თუმ­ცა, და­არ­სე­ბის დღი­დან Ferrari გა­ყიდ­ვებს ნამ­დვი­ლად არ უჩი­ო­და, მით უმე­ტეს რომ იგი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდიდ­რულ და ძვი­რად ღი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს აწარ­მო­ებ­და. 1939 წლი­დან, რო­დე­საც კომ­პა­ნია და­არ­სდა, 2008 წლამ­დე 130 000 ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩაეშვა წარმოებაში და გა­ი­ყი­და.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები