LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალი Art-გენი 20 წლისაა – #20წელიარტგენთანერთად

172
361164171_645556590951876_9088500372159611022_n (1)

Art-გენი 2023-ის თბილისის ტური სტარტს 20 ივლისიდან აიღებს.

ფესტივალის 20 წლის საიუბილეო პროგრამის სიახლეებთან დაკავშირებით, 17 ივლისს, 16:00-ზე მცხეთაში, „ფლორიას“ ეზოში პრესკონფერენცია ჩატარდება.

Art-გენი 2023-ისთბილისის ტური ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება 20, 21, 22, 23 და 28,29,30 ივლისს.

მე-20 საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ფესტივალი Art-გენი მაყურებელს რამდენიმე სიახლეს პირდება.
20 ივლისს Art-გენი 2023 -ს „სუხიშვილები“ გახსნიან. 21 ივლისი – რობი კუხიანიძე & Outsaider, CIRCUS MIRCUS; 23 ივლისი – „კახაბერი და ხანუმები“; 23 ივლისი – ნინო ქათამაძე & INSIGT, პაპუნა შარიქაძე & ხონძი.
28 ივლისი – „თამადა“, 29 ივლისი – GAGA FRANI, 30 ივლისს Art-გენი 2023 ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.

ფესტივალის წარმდგენია „ავერსი“. მხარდამჭერები: კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია. სპონსორები: ლუდი „ნატახტარი“, „ბორჯომი“, „კენვუდი“, ლიდერფუდი. მედია პარტნიორები: „პირველი არხი“, რადიო „ფორტუნა“, რადიო „უცნობი“.

Art-გენი 2023 რეგიონული ტურნეთი დაიწყო. ფესტივალი 1 ივლისს, დამინისში, პანტიანის ტბაზე, 7 ივლისს რუსთავში გაიმართა.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. 20 წლის მანძილზე , „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ბევრი უნიკალური მასალა.

ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობით, „არტ-გენს“ ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. „Art-გენმა“ ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.

ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, „Art-გენი“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g