LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალი „Wine Ambassadors“ ქართულ მცირე მარნებსა და ღვინის მოყვარულებს ერთ სივრცეში უკვე მეორედ უმასპინძლებს

107
Wine Ambassadors (1)

1 მაისს, სასტუმროში „Wyndham Grand Tbilisi“, ორგანიზაციის „ღვინისა და გასტრონომიის ამბასადორები საქართველოდან“ ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის ფესტივალი „Wine Ambassadors“ მეორედ ჩატარდება.

ფესტივალზე სტუმრებს ქართული მცირე საოჯახო მარნების გაცნობის, მათი რჩეული ღვინოების დაგემოვნების და, სურვილის შემთხვევაში, შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

ადგილზე ქართული სამზარეულოს კუთხეც მოეწყობა, სადაც იმ კერძებს იპოვით, რომლებიც ღვინოს განსაკუთრებით უხდება.

„Wine Ambassadors 2025“-ზე HoReCa სექტორის წარმომადგენლებსა და სადისტრიბუციო კომპანიებსაც შეხვდებით.

ფესტივალის მიზანი ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.

magti 5g