LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალის „ღამის სერენადები“ ბათუმური კონცერტები დასრულდა

68
301169279_451965306948045_7916040634593033059_n

26 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფესტივალის “ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა.

სცენაზე მსმენელის წინაშე წარმოშობით ამერიკელმა და ავსტრიაში მოღვაწე ინოვატორმა პიანისტმა და სახელგანთქმულმა გერმანელმა კლარნეტისტმა საბინე გროფმაიერმა ფესტივალის საბაზო ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზები“ ერთად დაუვიწყარი საფესტივალო საღამო აჩუქა მსმენელს.

ბათუმი-თბილისის რიგით 14-ე ფესტივალის ბათუმური კონცერტების ბოლო დღეს შესრულდა: მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი #12 ლა მაჟორი, როსინის Una Voce Poco Fa (კავატინა ოპერიდან „სევილიელი დალაქი“), მიშელ მანგანის Pagina d’Album, შოსტაკოვიჩის ვალსი საორკესტრო სუიტიდან, გერშვინის 3 პრელუდია და Rhapsody in Blue (ცისფერი რაფსოდია) კლარნეტის, ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის.

ბათუმიდან ფესტივალი თბილისში გადაინაცვლებს და ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში 17 , 18 სექტემბერს საკონცერტო საღამოები  იტალია-საქართველოს და საფრანგეთი-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, დირექტორი ნინა ცაგარელი. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ფესტივალის ოფიციალური ფოტოgრაფი ილია ბაბურაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g