მამაცი სული და ძლიერი გული. ეს არის იდეალური ნაზავი მათთვის, ვინც ეძებს ძლიერ და გამორჩეულ ქროსოვერს. off-road-ის ბამპერი დამცავი ფარებით, სპეციალური დიზაინის მქონე დისკები, გარე დეტალები ქრომირებული ჩანართებით და სახურავის სამაგრები თქვენს სიმპათიას დაიმსახურებს.
საჭე ქმნის შესანიშნავ პირობებს მანქანის სამართავად. ინსტრუმენტების პანელის მთავარი შემადგენელი ნაწილი 5 ინჩიანი სენსორული მონიტორია, რომელიც მძღოლს ამარაგებს ყველა საჭირო ინფორმაციით.
ალუმინის ტექსტურით გაფორმებულ სკამებს შორის მანძილი აღჭურვილია MoodSelector-ის საკონტროლო სისტემით და ელექტრონული პარკირების მურუჭით, რომელიც ტრადიციულ ხელის მუხრუჭს ცვლის. იგი ადვილად გამოსაყენებელია და ათავისუფლებს დიდ სივრცეს სკამებს შორის.
ფიატ 500 X 1.4 ლიტრი მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავითა და 170 ცხენისძალით, ევრო 6-ის სტანტარტებს სრულად აკმაყოფილებს.
ავტომობილს 48 ლიტრიანი საწვავის ავზი აქვს, რაც მოგზაურობის დროსაც არ შეგიქმნით პრობლემას.
9 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი სისწრაფეს, სიზუსტესა და ეკონომიურობას უზრუნველყოფს.
Fiat 500x ქალაქში 8.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე კი საწვავის ხარჯი 5.7 ლიტრია.
გადაცემის ჩანაწერი