LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiat–მა კორონავირუსის შიშით წარმოება შეაჩერა

116
fiat-koronavsrs-news

Fiat Chrysler Automobiles–ის ქარხანამ, რომელიც სერბეთში მდებარეობს, მოდელი 500L–ის გამოშვება შეწყვიტა. მიზეზი ის ნაწილები გახდა, რომელსაც ბრენდი ჩინეთიდან იწერდა და შექმნილი ვითარების გამო მოწოდება ჯერ–ჯერობით შეჩერებულია.

როგორც გამოცემა Automotive News იუწყება, Fiat–ის ქარხანაში აუდიოსისტემისთვის აუცილებელი ნაწილები შემოაკლდათ და თუ როდის შეძლებენ მარაგების შევსებას – უცნობია. ის ფაქტი, რომ კორონავირუსმა ევროპული ქარხნების მუშაობაზე გავლენა მოახდინა, მოულოდნელობა ნამდვილად არ არის. ჯერ კიდევ თვის დასაწყისში, FCA–ს დირექტორმა ასეთ რისკებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ Fiat გახდა პირველი ევროპული ქარხანა რომელიც კორონავირუსმა დააზარალა, რაც შეეხება ევროპის საზღვრებს გარეთ წარმოქმნილ პრობლემებს, ეპიდემიის გამო სამხრეთ კორეული Hyundai–ს საწარმოც გაჩერდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები