LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფამ პრეზიდენტი ვერ აირჩია: საჭიროა მეორე ტური

73

ფიფას პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური გახდა საჭირო.

კანდიდატთაგან ვერცერთმა ვერ მიიღო 138 ხმა.

პირველი ტურის ლიდერები გახდნენ უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო (88) და აზიის ფეხბურთის კონფედერაციის თავკაცი, შეიხი სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფა (85).

იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა 27 ხმა მიიღო, ფიფას ყოფილმა გენერალურმა მდივნის მოადგილე შერომ შამპანმა კი – 7.
სამხრეთ აფრიკელმა ტოკიო სევალემ კანდიდატურა არჩევნებამდე მოხსნა.

საკითხის პირველივე ტურში გადასაწყვეტად საჭირო იყო ერთ-ერთ კანდიდატს 138 ხმა მიეღო.
მეორე ტურში გამარჯვებისთვის კი საკმარისი იქნება ხმების ნახევრის (104) მიღება და არა ორი მესამედის (138).

ფიფას ახალ პრეზიდენტს 4 წლის ვადით აირჩევენ. წილისყრა ფარული იქნება, ყველა 207 ეროვნულ ასოციაციას ერთი ხმის უფლება აქვს.

ფიფას კონგრესი ციურიხში ”ხალენშტადიონზე” ჩატარდა და მთელი რიგი ფართომასშტაბიანი რეფორმები განიხილეს, რამაც ორგანიზაციის მართვის სტრუქტურა უნდა შეცვალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები