LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფას დაჯილდოებას ევა ლონგორია წაიყვანს

30

ევა ლონგორია ფიფას წლის ფეხბურთელის პრიზის გადაცემის ცერემონიას წაიყვანს.
ფიფამ გამოაცხადა, რომ წამყვანები ამერიკელი მსახიობი და გერმანელი შოუმენი მარკო შრეილი იქნებიან.

ლონგორია ცნობილი გახდა სერიალ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ შემდეგ, რისთვისაც „ოქროს გლობუსის“ ორი ნომინაცია მიიღო. 2007-დან 2010 წლამდე ვა „სან ანტონიოს“ კალათბურთელის ტონი პარკერის ცოლი იყო.

მარკო შრეილი – გერმანიაში ცნობილი წამყვანია, რომელსაც პოპულარული პროექტები Pop Idol (სახალხო არტისტი) და Das Supertalent (დიდების წუთი) მიყავდა.

ესპანერმა გაზეთმა Mundo Deportivo დაწერა, რომ წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზს მადრიდის „რეალის“ და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო აიღებს.

ფიფას დაჯილდოების ცერემონია 9 იანვარს ციურიხში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები