LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფას პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი ნიგერიიდან

35

წარსულში ცნობილი ნიგერიელი ფეხბურთელი სეგუნ ოდეგბამი ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება.

“კორუფციული სკანდალის გამო, არსებობის 111-წლიან ისტორიაში ფიფას ყველაზე საშინელი პერიოდი უდგას. ორგანიზაციას ახალი ლიდერი სჭირდება და თავს ასეთად ვხედავ”, – იუწყება ოდეგბამის სიტყვებს საატენტო “როიტერი”.

ოდეგბამი ამჟამად 63 წლისაა.
მას საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 1980 წელს “აფრიკის ეროვნებათა თასი” აქვს მოგებული.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ის მწერალი გახდა, ასევე სპორტულ ჟურნალისტად და საფეხბურთო კომენტატორად მუშაობდა.
ოდეგბამი ასევე მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ნიგერიაში ჩატარების ეროვნულ კომიტეტსაც ხელმძღვანელობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები