ფიფას ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც პარიზში ფიფას კონგრესზე დასასწრებად იყო ჩასული, დააკავეს. სააგენტო „ეი-პი“ (AP) წერს, რომ ის კორუფციული გამოძიების ფარგლებში დასაკითხად პოლიციაში მიიყვანეს.
აჰმად აჰმადი ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტიდან ერთი დღით ადრე დააკავეს. ფიფას გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, რადგან საქმისა და დაპატიმრების ინიციატორა ფრანგული პოლიციაა.
უფრო ადრე, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ამირ ფაჰმიმ, აჰმადი ასობით მილიონი დოლარის არამიზნობრივად ხარჯვაში დაადანაშაულა, რომელიც კონფედერაციას სპონსორებმა გამოუყვეს.
