LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფიფქიას“ როლის შემსრულებელი რეიჩელ ზეგლერი „პაოლო სებასტიანისა“ და „ელი სააბის“ ზღაპრულ კაბებში

190
რეიჩელ ზეგლერი

23 წლის მსახიობი რეიჩელ ზეგლერი „ფიფქიას“ შესახებ გადაღებულ ახალ ფილმს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში წარადგენს. ფილმის ჩვენება ჯერ ტოკიოში შედგა, სადაც მსახიობი ბრწყინავდა „პაოლო სებასტიანის” თეთრი ფერის ზღაპრულ კაბაში, რომელიც ულამაზესი თვლებით იყო გაფორმებული, ანსამბლს კი „ფიფქიას“ წითელი მოსაცმელი ასრულებდა, რომელიც სპეციალურად მსახიობისთვის შეკერეს.

მარკ უების ახალი ფილმის მორიგი პრემიერა კი ესპანეთში, ალკაზარის სასახლეში შედგა, სადაც რეიჩელ ზეგლერი შეუდარებელი იყო „ელი სააბის“ თეთრ ულამაზეს კაბაში, რომელიც ყვავილებით, თვლებითა და მრავალფეროვანი ორნამენტებით იყო გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ ძმები გრიმების ლეგენდარული ზღაპრის ახალ ეკრანიზაციაში, რეიჩელ ზეგლერთან ერთად მთავარ როლებს ენდრიუ ბერნაპი და გალ გადოტი ასრულებენ.

ნახეთ, გალ გადოტი ბოროტი ჯადოქრის როლში – „ფიფქიას“ პირველი „ტრეილერი“ გავრცელდა

რას უსმენს რეიჩელ ზეგლერი?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები