LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილარმონია სახელმწიფოს მართვაში უნდა გადასულიყო – ქობულია

340
d972151713055b4a3c6e49a6e2a8e87e_1

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გეგმავდა, რომ ფილარმონია სახელმწიფოს მართვაში გადასულიყო. გიორგი ქობულიას თქმით, კომერციულმა სექტორმა ფილარმონიის მართვა სათანადოდ ვერ შეძლო.

„ეს არ არის პრეტენზია იმ კერძო კომპანიასთან, ვინც ოპერირებდა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ რთულია ასეთი ტიპის საკონცერტო დარბაზები კერძო სექტორის მიერ იყოს მართული. ჩვენნაირი დაბალი შესაძლებლობის მქონე ქვეყნისთვის რა ბილეთი უნდა გაიყიდოს ისეთი, რომ კომერციულმა სექტორმა ეს აამუშაოს?!“, – განაცხადა ქობულიამ და დასძინა, რომ “ფილარმონია უნდა გადასცემოდა სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც არის სსიპი და შესანიშნავი ხედვა ჰქონდათ, ფილარმონია როგორ უნდა ჩაებარებინათ”.

შეგახსენებთ, 2007 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს „ინთერნეიშენალ ივენთსს“ გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g