LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილარმონიაში ბრიტანული ბენდის – Blue კონცერტი გაიმართება

268
photo-collage.png (17)

4 დეკემბერს, Sparks-ის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი ბრიტანულ ბოი-ბენდს – Blue უმასპინძლებს. 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი ფილარმონიის სცენაზე პირველად წარდგება და ყველა დროის საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ 2025-ში კოლექტივის ჩამოყალობებიდან 25 წლის იუბილე აღინიშნება.

გუნდის სადებიუტო სტუდიური ალბომი – All Rise 2001 წლით თარიღდება. დანკან ჯეიმსის, საიმონ უების, ლი რაიანისა და ანტონი კოსტას გაერთიანება მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე Brit Awards-ზე ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინანტი და გამარჯვებული გახდა და სხვებთან ერთად, Atomic Kitten და Gorillaz დაამარცხა.

კვარტეტმა 7 წლიანი პაუზის შემდეგ, ამ დროისთვის ბოლო დისკი – Heart & Soul 2022-ში გამოუშვა.

ქართველი მელომანებისთვის ,,ბლუს” შემოქმედებიდან განუმეორებელ ჰიტად ელტონ ჯონის 1976 წლის სიმღერის – Sorry Seems to Be the Hardest Word ქავერი რჩება, რომელიც 2002 წელს, თავად საკულტო არტისტის მონაწილეობით დარელიზდა.

შეგახსენებთ, რომ Blue-ს პირველი პერფორმანსი საქართველოში შარშან, ზაფხულში შედგა. მას შემდეგ, კოლექტივი პერფორმერის რანგში ჩვენი ქვეყნის ხშირი სტუმარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები