LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის ტენდერში კომპანია “იქს 2”-მა გაიმარჯვა

141

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა დადებითი შედეგით დასრულდა – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანია „იქს 2“, რომელიც დაიწყებს მოლაპარაკებას მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, კომპანია შეუდგება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებას.

“ამის შემდეგ კი ორივე მხარე ერთობლივად მიიღებს სამშენებლო სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილებას. კომპანიამ წარმოადგინა საბანკო გარანტია 95 000 ლარის ოდენობით და 5 თვის განმავლობაში დეტალური ტექნიკურ კვლევას განახორციელებს. ქალაქში მიწისქვეშა პარკინგების განხორციელება მნიავნელოვანია და დიდი იმედი მაქვს გადასყვეტილება იქნება დადებითი”- აღნიშნა კალაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g