LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპინების მთავრობამ მდიდრული ავტომობილები გაანადგურა (ვიდეო)

50

ფილიპინების მთავრობამ მდიდრული ავტომობილები გაანადგურა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონტრაბანდის შემოტანა საჯაროდ დაეგმო და ამის გამო პრემიუმ კლასის 14 ავტომობილი ყველას თვალწინ ჯართად აქცია.

სააგენტო „RTVM“-ის ინფორმაციით, განადგურებულ მანქანებს შორის – Maserati Quattroporte, BMW B12 Alpina, Porsche 911 GT3, BMW Z1, Opel Manta, Renault R5 და Mercedes-Benz G-Class-ის ორკარიანი ვერსია იყო. სუპერქარები ფილიპინებში 2014 წელს იაპონიიდან უკანონოდ შემოიყვანეს და მათი ღირებულება მილიონობით ევრო იყო.

აღსანიშნავია, რომ პრემიუმ კლასის შემდეგ ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებების რიგი დადგა და ბულდოზერმა დამატებით 841 ავტომობილი მთლიანად ჯართად აქცია. ცოტა ხნის წინ კი ფილიპინებში სასაზღვრო პოლიციამ 1,2 მილიონი დოლარის ავტოტექნიკა გაანადგურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები