LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპინების მთავრობამ მდიდრული ავტომობილები ჯართად აქცია

34

ფილიპინების მთავრობამ ოცამდე ძვირფასი ავტომობილი გაანადგურა. მათი კონფისკაცია საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მოხდა. იმ ავტომობილებს შორის, რომელიც ბულდზერმა ჯართის გროვად აქცია, იყვნენ: Lexus, BMW, Mercedes-Benz, Audi, Jaguar და Chevrolet Corvette Stingray. ამ გზით, ქვეყნის პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ თავისი დამოკიდებულება დანაშაულისა და კორუფციის მიმართ გამოხატა.

ავტომობილების საერთო ღირებულება, რომელიც საბაჟო კონტროლის ბიუროს დაარსებიდან 116 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაანადგურეს, 1,2 მილიონი დოლარია. პრეზიდენტის ბრძანებით ისინი ჯართის შემსყიდველებს გადაეცათ.

ისინი, ვინც ცდილობენ, თანამდებობის პირები მოისყიდონ და გადასახადებს თავი აარიდონ, არაფერი გამოუვათ“ – აღნიშნა ფილიპინების ფინანსთა მინისტრმა კარლოს დომინგესმა.

სულ 2017 წელს ფილიპინების საბაჟომ 2,93 მილიარდი დოლარის ღირებულების არარეგალურად შეყვანილი ავტომობილი ამოიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები