LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპინებში ბამბუკის ელექტრობაიკი ააწყეს

99

ფილიპინურმა კომპანია Meep-მა ელექტრომოტოციკლი Green Falcon ააწყო, რომლის ძარის პანელებიც ბამბუკისგან არის დამზადებული. ასეთი კონსტრუქციის წონა მხოლოდ 6,5 კილოგრამია, რაც მთავარი მმართველი დირექტორის კრისტოფერ პერეს ლარსენის თქმით, მნიშვნელოვნად ნაკლებია მის მინაპლასტიკის ანალოგზე.

მოტოციკლი სამთავრობო პროგრამის, Bamboo Extreme-ს ფარგლებში შეიმუშავეს, რომლის მონაწილეებსაც ბამბუკის ღერების ინოვაციურად გამოყენების იდეები უნდა წარმოედგინათ. 2020 წლისთვის, ფილიპინების მთავრობა გეგმავს ეს მცენარე 10 მილიონ ჰექტარზე გააშენოს.

Green Falcon ქალაქში ექსპლუატაციისთვის არის განკუთვნილი. მისი მაქსიმალური სიჩქარე 97 კილომეტრ/საათია, სვლის მარაგი 50 კილომეტრი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები