ხშირად არ ვუფიქრდებით, რომ ამა თუ იმ ფილმს საფუძვლად რეალური ამბავი უდევს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, რომლებისთვისაც სცენარი თვით ცხოვრებამ დაწერა.
შეცვლა, კლინტ ისტვუდი
ისტორია სრულიად რეალურია – ერთ-ერთ ამერიკულ ქალაქში მართლაც ცხოვრობდა მანიაკი. როდესაც ცხოვრებისეულ სიუჟეტს ჩაუდგა სათავეში, ისტვუდი არ შემოიფარგლა მშრალი ამბით – ფილმის მთავარი პერსონაჟი მარტოხელა დედაა, რომელიც ყველაფერზე მხად არის, ოღონდ შვილი კიდევ ერთხელ დაინახოს.
ადამიანი-სპილო, დევიდ ლინჩი
ეს ფილმი ლინჩის ფილმოგრაფიაში განსაკუთრებულია, არამარტო იმით, რომ ის რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. პირველ რიგში, ეს არის ერთადერთი კოსტიუმირებული დადგმა რეჟისორის შემოქმედებაში. შავ-თეთრი ფილმის მთავარი გმირი ბუნებისგან დამახინჯებული ადამიანია, რომელიც მე-19 საუკუნის ინგლისში მართლაც ცხოვრობდა.
როგორც ექიმის ჩანაწერებიდან ვგებულობთ, ადამიანი-სპილო საკმაოდ საინტერესო თანამოსაუბრე იყო.
ყველა დანარჩენს ასპექტში ფილმი საკმაოდ ლინჩისეულ სტილშია გადაღებული: საშინელებათა ჟანრი, სიმახინჯე, რომელიც რომანტიულ სენტიმენტალურობასთან არის შეზავებული.
ზოდიაქი, დევიდ ფინჩერი
იდუმალი მკვლელი შეყვარებულ წყვილებს კლავს – ეს არის სიუჟეტის ზოგადი შინაარსი. ყოველი ახალი მკვლელობა მეტ კითხვის ნიშანს აჩენს. პასუხი კი არც მათ ავტორს და არც პოლიციას არ აქვს. მანიაკი ისევე მოულოდნელად ქრება, როგორც ჩნდება, ხოლოდ იდუმალ შლეიფს ტოვებს.
დღეს ბევრი ამტკიცებს, რომ ზოდიაქი ბოლოს მაინც დაიჭირეს, თუმცა სამართალდამცავები დუმილს ამჯობინებენ.
დაძაბულობა მაყურებელს დასასრულამდე არ ტოვებს. მკვლელი ღამის სიბნელეში უჩინარდება.


