LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები, რომლებსაც მამაკაცების გარეშე უნდა უყუროთ

201

არსებობს ფილმები, რომლებიც ქალთა კოლექტივისთვის არის განკუთვნილი და მისი კომპეტენტური შეფასება მხოლოდ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისთვის არის შესაძლებელი.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

 

„შემიყვარე თუ გაბედავ“ – რა მოხდება მომდევნო კადრში ან როგორ შემოტრიალდება სიუჟეტი – ვერასოდეს მიხვდებით! ფილმი არის იმაზე, როგორ შეუძლია ბავშვობისდროინდელ თამაშს შეცვალოს ზრდასრულების ბედი. გამოცანად რჩება ისიც, რითი არიან ისინი უფრო გატაცებულები – თავისი სიყვარულით თუ თამაშით?

kinopoisk.ru

 

„მკითხველი“ – ფილმი, რომელიც მთელი ეპოქის გლობალურ პრობლემებს ეხება. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება კეიტ უინსლეტია, რომელიც მთავარ როლს ასრულებს, თუმცა ასეთი კეიტი ჯერ არასოდეს გინახავთ.

 

„თეთრი ოლეანდრი“ – დედა-შვილის რთული ურთიერთობა, რომელიც სიუჟეტის განვითარების დროს სხვა კუთხით შემოტრიალდება და მაყურებელი ეკრანს ვეღარ წყდება. ისინი განსხვავდებიან და მსგავსებიც არიან, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება: ეს არის კარგად გათვლილი ხასიათები, რომელზე დაკვირვებაც ძალიან საინტერესოა.

 

„ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ – ჩვეულებრივი გოგონას სიყვარულის ისტორია, რომლის ნახვაც დაუსრულებლად შეიძლება. თუ ბევრჯერ გაქვთ ეს ფილმი ნანახი, დამღლელი დღის შემდეგ მისი ხელახლა ნახვა იდეალური გამოსავალია.

 

„საათები“ – სამი განსხვავებული ქალი, სამი სხვადასხვა ბედი, რომლებიც ერთმანეთში იხლართება და ერთ მთლიანობას ქმნის. მთავარ როლს ფილმში ნიკოლ კიდმანი ასრულებს, თუმცა ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მისი ცნობა ძალიან რთულია.

 

„მონა ლიზას ღიმილი“-ძლიერი ფილმი ძლიერ ქალებზე, რომლებიც არღვევენ წესებს, რათა იცხოვრონ ისე, როგორც სურთ. ჯულია რობერტსი მასში კი ნამდვილად შეუდარებელია!

 

„ფრიდა“ – ნიჭიერი მხატვრის ისტორია, რომელიც ცნობილი ესპანელი ფერმწერის, დიეგო რივიერას ცოლი იყო. რეჟისორმა მოახერხა და არამარტო ფრიდა კალოს ცხოვრება, არამედ მისი ქალური ნატურის ჩვენება მოახერხა.

 

„თავი ღრუბლებში“ – ეს ფილმი ნამდვილი ესთეტებისთვის არის, რომლებსაც შეუძლიათ თითოეული კადრის სილამაზით ტკბობა. ამ ფაქტორს მთავარი როლის შემსრულებლები – შარლიზ ტერონი და პენელოპა კრუსიც განაპირობებენ.

8

 

„სიახლოვე“ – ოთხი განსხვავებული ადამიანის ისტორია. თითოეული მათგანი თავისებურად ლამაზი და საინტერესოა. ფილმი მგრძნობიარე და გულში ჩამწვდომია.

 

„ჭამე, ილოცე, გიყვარდეს“ – ფილმი საინტერესო და გამორჩეულია არამარტო ჯულია რობერტსისა და ხავიერ ბარდემის მონაწილეობის, არამედ პოზიტიური განწყობის გამო, რომელიც რთულ ცხოვრებისეულ პერიოდებში ძალიან საჭიროა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები