LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმი „პირადი მცველი“  ბრუნდება – ახალ ვერსიაში უიტნი ჰიუსტონს სავარაუდოდ ბიონსე შეცვლის

717
whitynhstn

მიქ ჯექსონის 1992 წელს გადაღებული რომანტიკული მელოდრამა , „პირადი მცველი“ ეკრანებზე ბრუნდება. სულ მალე მაყურებელი ფილმის რიმეიქს იხილავს, ახალი ამბავი დღეს გამოცემა „ვერიეთიმ“ დააანონსა. ცნობილია, რომ ახალი ფილმის სცენარი განსხვავებული იქნება და მასზე ამჯერად მეთიუ ლოპესი მუშაობს.

მთავარი ინტრიგა კი ქალისა და მამაკაცის მთავარი როლებს შემსრულებელია. ამ ეტაპზე გამოცემა უიტნი ჰიუსტონის შემცვლელად ბიონსეს ასახელებს, თუმცა ეს მხოლოდ ვერსიებია. განიხილება რიანას მონაწილეობაც კინოსურათში. ფილმის პროდიუსინგს ისევ ლოურენს კეზდანი ჩაიბარებს და მას ამჯერად დენ ლინი და ჯონათან ერიჰი უერთდებიან. ამ დრომდე უცნობია, ვინ შეასრულებს ფილმში ფრენკ ფარმერის როლს, რომელიც 90-იანი წლების კინოსურათში კევინ კოსტნერმა განასახიერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g