LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმი თუ უკვე რეალობა – როგორია მომავლის საავტომობილო ნავიგაცია

carf

კალიფორნიამ ტრადიციულ ტექნოლოგიურ შოუს უმასპინძლა, სადაც ავტომოყვარულებს ბევრი საინტერესო სიახლის ნახვის საშუალება მიეცათ. თუმცა, ყველაზე განსაკუთრებული ნაწილი მაინც დახურულ კარს მიღმა წარმოდგენილი მომავლის ავტომობილის სატელიტური ნავიგაცია აღმოჩნდა.

სიახლე ძალიან ჰგავს ფილმებში ნაჩვენებ სცენას, რომელშიც გრაფიკული გამოსახულება პირდაპირ ავტომობილის საქარე მინაზე ჩნდება და მძღოლს სიჩქარის, დანიშნულების ადგილის თუ ზოგადად მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

ჰოლოგრამული გამოსახულება მძღოლს რჩევებსაც აძლევს და დანიშნულების ადგილამდე მშვიდად ჩასვლაში ეხმარება. როგორც მწარმოებელი იმედოვნებს, სიახლე მოხმარებაში უახლოეს ათწლეულში უნდა შემოვიდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები