LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმის ,,გვირაბი” ბერძნული პრემიერა სალონიკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ონლაინ შედგება

164
thumbnail

ვანო არსენიშვილისა და ნინო ორჯონიკიძის დოკუმენტური ფილმ ,,გვირაბი”-ს ბერძნული პრემიერა ონლაინ შედგება. სალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წელს ღონისძიება განსხვავებული ფორმატით გაიმართება და ჟიური და მაყურებელი ფილმებს დისტანციურად ნახავს.

,,გვირაბის” მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. იგი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.

სალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 19-28 მაისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები