სტუდია Warner Bros-მა გადაწყვიტა, „ჰარი პოტერის“ შესახებ ფილმი მასშტაბურ მოვლენად აქციოს: რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სერია „ჯადოსნური ცხოველები: სად ვიპოვოთ ისინი“ დაგეგმილი სამის ნაცვლად ხუთ ფილმს მიიღებს, ხოლო სტუდია Warner Bros. ფილმის მოტივებზე მობილურ თამაშსაც შექმნის.
თამაშის ძიორითადი აზრი „მოძებნე საგნების“ სტილში იქნება: მოთამაშეები გაეცნობიან მაგიის სამყაროს და ჰარი პოტერის ცნობილ ლოკაციებს, სადაც ჯადოსნური არტეფაქტები იქნება დამალული.
თამაში სახელწოდებით Fantastic Beasts: Cases From The Wizarding World გამოჩნდება App Store-სა და Google Play-ზე 17 ნოემბრიდან, სწორედ იმ მომენტიდან, რაც ფილმის პრემიერა დიდ ეკრანებზე შედგება.