ნიუ-იორკში, ამერიკელი მწერლის, კოლინ ჰუვერის, მსოფლიო ბესტსელერად ქცეული 2016 წლის რომანის – It Ends with Us ეკრანიზაციის პრემიერა შედგა. ფილმი ქართულ კინოგაქირავებაში, 8 აგვისტოდან ჩაეშვება.
კინოსურათში მოქმედება ახალგაზრდა ლილი ბლუმის გარშემო ვითარდება, რომელსაც ბლეიკ ლაივლი განასახიერებს.
მსახიობის წითელ ხალიჩაზე გამოჩენა, უდავოდ თვალშისაცემი აღმოჩნდა. ის საღამოზე მეუღლესთან, რაიან Რეინოლდსთან ერთად მივიდა. პრეზენტაციაზე 36 წლის ვარსკვლავს ,,ვერსაჩეს” ის ვინტაჟური კაბა ეცვა, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს, ბრიტნი სპირსმა მოირგო. მისი თქმით, ამით პატივი პოპის პრინცესას მიაგო, რომელიც აგრძელებს ქალების შთაგონებას და მოტივაციას.
აღსანიშნავია, რომ წიგნის – ,,ყველაფერი მთავრდება ჩვენით” ისტორია 2022 წელს მეორე ნაწილით – It Starts with Us გაგრძელდა. გადაიღებენ თუ არა სასიყვარულო რომანის სიქუელს ჯერჯერობით უცნობია.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/08/2024-08-07_13-04-13_606149.jpg)