LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმის „უბის წიგნაკი“ ვარსკვლავს, ჯინა როულენდს, სიცოცხლეშიც ალცჰაიმერი დაუდგინდა

173
ჯინა-რეინოლდსი

მსახიობ ჯინა როულენდსს ალცჰაიმერი აქვს. 94 წლის ლეგენდარულ მსახიობს საქვეყნო აღიარება მოუტანა 2004 წელს გამოსულმა ფილმმა „უბის წიგნაკი“, სადაც მან ელისონ გამილტონის როლი შეასრულა. მისი გმირი ხანში შესული ქალბატონია და მას ალცჰაიმერი აქვს, წარსულის გახსენებაში მას მეუღლე ეხმარება. ახალგაზრდა ელისონის როლს კინოსურათში, რეიჩელ მაკადამსი ასრულებს.

ინფორმაცია მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოცემა „ინთერთაიმენთ ვიქლის“ მსახიობის შვილმა, ნიკ კასავესტესმა შეატყობინა. ცნობილი ხდება, რომ „ემმისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელ მსახიობს ეს დაავადება უკვე ხუთი წელია აქვს, თუმცა, ახლა მისი მდგომარეობა დამძიმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g