LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფინალისტებმა ერთი კვირით ადრე ვიცოდით, ვინც გაიმარჯვებდა…“ – ავთანდილ აბესლამიძე საერთაშორისო კონკურსის კულუარებზე

633
ავთანდილ აბესლამიძე

მომღერალი ავთანდილ აბესლამიძე, რომელსაც ყაზახეთში საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა, საქართველოში პრიზის გარეშე ბრუნდება. ფინალის კულუარებზე და საკონკურსო ვნებებზე, რომლებიც ყაზახეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოცადა, ავთანდილმა „სარკესთან“ მოყვა:

ფინალისტებმა ერთი კვირით ადრე ვიცოდით, თუ როგორი შედეგი დაიდებოდა. სცენაზე სულ ცეცხლი რომ დაგენთო, უკვე ვიცოდით, ვინ გაიმარჯვებდა… ჟიურის წევრებმაც იცოდნენ ეს. კონკურსის გარეთ, ჟიურის რამდენიმე წევრთან, რომლებთანაც ვმეგობრობ, აღვნიშნე, რომ ეს უსამართლობა იყო. ისინიც დამეთანხმნენ, მაგრამ ყველა ამ სიტყვებით შემოიფარგლა – „ნუ, რას ვიზამთ…“ რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდა დამრჩა…

მომღერალი ამბობს, რომ დიდი გეგმები აქვს:

რამდენიმე წლის შემდეგ ცნობილი მომღერალი ვიქნები, რომელსაც ბევრი კარგი სიმღერა ექნება რეპერტუარში, ექნება კარგი კონცერტები, ასევე გვერდით მეყოლება საყვარელი ადამიანი, შვილები, ოჯახი და მეგობრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g