LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა ახალი მინისტრი: ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ქართულ ბიზნესთან

165

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ქართულ ბიზნესთან, – ამის შესახებ ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ბახტაძის განცხადებით, ის განსაკუთრებულ პრიორიტეტს მიანიჭებს საშუალო და მცირე ბიზნესთან ურთიერთობას.

„არც ერთი რეფორმა, ან საგადასახადო ინიციატივა არ იქნება გატარებული ისე, რომ ჩვენ არ მივიღოთ კონსულტაცია ქართული ბიზნესისგან და ჩვენი სხვა პარტნიორებისგან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პრიორიტეტი მიენიჭება მართვის ავტომატიზებული სისტემების დანერგვას სამინისტროში. ამ კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯებია გადადგმული უკვე უწყებაში და ეს მიმართულება აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g