LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი: ბანკი კრედიტს იოლად ვეღარ გასცემს

y

ბანკი კრედიტს იოლად ვეღარ გასცემს არა იმიტომ, რომ მას ე.წ შავ სიაში ვინმეს ყოფნა ემახსოვრება, არამედ იმიტომ, რომ შემოთავაზებულია ახალი, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ახალი ინიციატივა შეეხება, დაახლოებით, 600 ათასზე მეტ ადამიანს და შესაძლებელია, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან ბევრი საფინანსო ინსტიტუტი და ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს ფონდ „ქართუს“, რათა პრობლემური სესხები მიჰყიდოს.

დღეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშია შემოთავაზებული და ინიცირებულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესები და მოდელი. ზუსტად ეს ავალდებულებს ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, რომ ვალის გაცემისას, შეისწავლონ პოტენციური ვალის ამღები, ნახონ აქვს თუ არა მას გადახდის საშუალება და გაზომონ, რამდენის გადახდა შეუძლია და იმის ადეკვატური სესხი მისცენ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g