LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც ინვესტიციების განხორციელება სასურველია

112

საქართველო არის ქვეყანა, სადაც ინვესტიციების განხორციელება სასურველია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესფორუმზე – „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. ბიზნესფორუმი კომპანია Business Information Agency -ს ორგანიზებით გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თავის გამოსვლაში ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ბიზნესფორუმის ჩატარების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ ეს არის კარგი პლატფორმა, რათა საქართველო წარმოჩინდეს, როგორც ქვეყანა, სადაც ინვესტიციების განხორციელება არის სასურველი.

„ქვეყანა, სადაც თქვენ გაქვთ მთავრობის ყველანაირი მხარდაჭერა და შექმნილია ბიზნესგარემო, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ძალიან სწრაფად და მარტივად დაიწყოთ თქვენი ბიზნესი. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად გამოიარა 2014 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე რეგიონში არსებული კრიზისი და უკვე დღეს აქვს შესაძლებლობა, საკმაოდ გამართული შეხვდეს მომდევნო 3-4 წელიწადს იმისათვის, რომ როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში იყოს ერთ-ერთი წარჩინებული ქვეყანა“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g