LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტრომ კომერციული ბანკებისგან 10 მილიონი ლარი ისესხა

33

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

როგორც ”ფორტუნას” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მოთხოვნამ შეადგინა 14 575 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.490 პროცენტით, მაქსიმალური 14.950პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 14.772 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 14.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

magti 5g