LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ სტუდენტებს შეხვდა

116
ანაზღაურებადი სტაჟირება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის გაცნობას.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან ძნელაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ,

პრეზენტაციებზე ახალგაზრდებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სტაჟირების მოთხოვნების, ეტაპებისა და პროცედურების შესახებ. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებს განუმარტეს პროგრამის მნიშვნელობა საგამოძიებო სამსახურში მათი დასაქმების და კარიერული ზრდის პერსპექტივისთვის.

magti 5g