LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

110
თაღლითობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამ მიწის ნაკვეთს, საერთო მოცულობით 3800 კვ.მ-ს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 250 000 ლარს აღემატება.

გრძელდება ღონისძიებები სხვა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლისა და დამნაშავე პირთა დადგენა-მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g