საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, ჯამში, 5000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 32 ცალი 100 დოლარიანი და 36 ცალი 50 დოლარიანი კუპიურა გასაღდა.
ყალბი კუპიურები, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.