საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ მასწავლებლებისთვის ფინანსური წიგნიერების თემაზე მორიგ ტრენინგს ჩაატარებს და ამჯერად ორ ნაკადად:
- ონლაინ ფორმატში – 9-13 თებერვალი
- ფიზიკური დასწრების ფორმატში თბილისში – 19, 23-26 თებერვალი
ტრენინგები გათვალისწინებულია საგნის „მოქალაქეობა“ მასწავლებლებისათვის. მათზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით მე-7 და მე-9 კლასებისთვის განსაზღვრული შემდეგი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები:
- ფული და ბარტერი
- ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი
- საჯარო და კერძო საკუთრება
- შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება
- დაზოგვა და დეპოზიტები
- პროფესია და სამსახური
- სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
- საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები
- დაზღვევა
- მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა
- ფინანსური თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ:
- სერტიფიკატი (ყველა დღეს დასწრების შემთხვევაში) და
- სასწავლო მასალა პრაქტიკული საკლასო აქტივობებით.
ტრენინგზე დასწრება უფასოა, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ტრენინგზე დასწრების მსურველმა მასწავლებელმა უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი ფორმატი და გაიაროს რეგისტრაცია აქ.
