LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფინანსური წარმატებისთვის, აღნიშნულ დღეს შეგიძლიათ, ახალი საფულე შეიძინოთ, პარტნიორული ურთიერთობებისთვის კი, საპირისპირო სქესის რაიმე ნივთი“ – ანზორ ოდიშარია

15
ანზორ-ოდიშარია

11 იანვარს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის, „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა ძველით ახალი წელი, ბედობა და ამ დღესასწაულებთან დაკავშირებული საინტერესო რიტუალები გახლდათ. რადიოს მსმენელმა ანზორ ოდიშარიასგან სხვადასხვა საინტერესო რეკომენდაციები მოისმინა.

ანზორ ოდიშარია: ბედნიერი იანვარი გვაქვს, შესაბამისად, მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება. მოთოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამყაროში ენერგია გაიწმინდა. ზოგადად, თოვლი სიმბოლურად სისუფთავესთან, ენერგეტიკულ წმენდასთან, გადასხვაფერებასთან არის კავშირში.

წინ გველის ძველით ახალი წელი და ბედობა, როგორ უნდა შევხვდეთ ამ დღესასწაულებს, რაიმე განსაკუთრებული რიტუალი თუ არსებობს?

ძველით ახალი წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მას თავისი მისტიკური შინაარსი აქვს. მნიშვნელოვანია ბედობაც და ამ დღის, ოჯახთან, მეგობრებთან ერთად გატარება. 13, 14, 15 იანვარი არის იმისთვის, რომ სრულად ვტრანსფორმირდეთ, ნამდვილად ვიცვალოთ ფერი და ახალ წელიწადში შევიდეთ. 15 იანვრის შემდეგ უკვე ნამდვილად დგება ახალი წელი. ძველით ახალ წელს შეგიძლიათ, რომ სუფრაზე სანთლები დაანთოთ. ბედობისთვის შემდეგი ძალიან კარგი რიტუალი არსებობს, შეგიძლიათ 1-2 სათამაშო მოხსნათ თქვენს ნაძვის ხეს ან ახალი შეიძინოთ და გარეთ არსებულ ხეებს შეაბათ. აღნიშნულ დღეს ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი რიტუალებიც, ფინანსური წარმატებისთვის, შეგიძლიათ, ახალი საფულე შეიძინოთ, პარტნიორული ურთიერთობებისთვის კი, შეგიძლიათ, შეიძინოთ საპირისპირო სქესის რაიმე ნივთი, რომელიც შემდგომ თქვენი პირადი მოხმარების ქვეშ იქნება.

რა სიახლეებია ცენტრში „ასპიროზა“?

ჩვენ ორი ახალი კურსი გვექნება, რომლებიც იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში გააქტიურდება. პირველი კურსი ბნელ ძალებთან ბრძოლის გახლავთ, სადაც ისწავლება, როგორ დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახი ავი თვალისგან, ჯადოსგან, წყევლისგან, შეჩვენებისგან და ა.შ. მეორე ნუმეროლოგიის კურსია, რომელიც შეგვასწავლის, თუ როგორ განვსაზღვროთ, ვინ ვართ, რატომ ვართ, რა არის ჩვენი მისია. ნუმეროლოგია სამყაროს ახსნის, აღწერის, შესწავლის ერთგვარ მეთოდს იძლევა.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები