LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინედუ იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს

104
ფინედუ

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმის ფინედუს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 21 სექტემბერს, იტალიის ქალაქებში – ფლორენციასა და ემპოლიში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრები გაიმართება. 

შეხვედრები მიზნად ისახავს ემიგრანტების მხარდაჭერას მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური განათლების თემებზე. ფინანსური განათლების შესახებ ცოდნის ამაღლება ემიგრანტებს ფინანსური მიზნების სწორად დასახვასა და ფინანსურ ბაზარზე არსებული შესაძლებლობების გაცნობაში, ასევე, საკუთარი თანხების ოპტიმალურ განკარგვაში დაეხმარება.

აღნიშნულ თემებზე, ფინედუს ორგანიზებით, რამდენიმე შეხვედრა უკვე ჩატარდა, თუმცა იტალია პირველი ქვეყანაა, სადაც შეხვედრა ფიზიკურად დასწრების ფორმატით ჩატარდება.

შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან:

  • ბიუჯეტის დაგეგმვას და თანხის სწორად დაზოგვის ხერხებს
  • საბანკო და ფინანსური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობებს
  • ფინანსური მიზნების დასახვას და მათი მიღწევის მექანიზმებს

შეხვედრები ჩატარდება:

13:00 – 15:00 საათი – ქ. ფლორენცია, ფლორენციის სამრევლო საკვირაო სკოლა (მისამართი: Firenze (FI) Via dei Serragli 102)

16:00 – 18:00 საათი – ქ. ემპოლი, წმ. თამარ მეფის სამრევლო საკვირაო სკოლა (მისამართი: Via Giacomo Puccini #31)

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია იტალიაში მყოფი ნებისმიერი დაინტერესებული ემიგრანტისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g