საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი „ფინედუ“ გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის „შპარკასეს“ Sparkasse) მხარდაჭერით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგებს ჩაატარებს.
ტრენინგი „ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება“ მიზნად ისახავს მიკრო და მცირე მეწარმეებისა და ბიზნესში ჩათული ფინანსური გადაწყვეტილებების მიმღები პირების ინფორმირებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ბიზნესის დაფინანსების წყაროები, საფინანსო ინსტიტუტების მიერ შეთავაზებული პროდუქტები, ბიზნესსესხი, ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის მნიშვნელოვანება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
ტრენინგი 19-20 დეკემბერს ყვარელში, 22-23 დეკემბერს კი ზუგდიდში ჩატარდება.
ტრენინგზე დასწრება უფასოა. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დამხმარე სასწავლო მასალა ტრენინგზე განხილული საკითხების შესახებ.
მონაწილეების შერჩევა მოხდება სარეგისტრაციო ფორმით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.