LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინელ მოსწავლეებს გაკვეთილებზე მობილურების გამოყენების უფლება აღარ ექნებათ

112
Capture

2025 წლის 1-ლი აგვისტოდან ფინეთის სკოლებში სმარტფონების გამოყენებას შეზღუდავენ. კულტურისა და განათლების სამინისტრომ დაწყებითი განათლების შესახებ კანონის შეცვლის ინიციატივა გამოთქვა, წერს yle.fi-ი.

ცვლილებების მიზანი მოსწავლეებისთვის ხელის შეწყობაა, რათა სწავლაზე ორიენტირება მათ უკეთ შეძლონ.

ახალი კანონის მიხედვით, მოსწავლეებს მობილური ტელეფონების გამოყენება გაკვეთილებზე მხოლოდ მასწავლებლის ნებართვით, სასწავლო მიზნებით შეეძლებათ. თუკი ვინმე ტელეფონის გამოყენებით სხვებს უშლის ხელს, მასწავლებელს ან დირექტორს მოწყობილობის ჩამორთმევის უფლება ექნება.

ასევე სკოლები თავად გადაწყვეტენ, თუ როგორ შეინახონ სმარტფონები სწავლის პროცესში და როგორ გამოიყენონ ისინი სასწავლო დღის განმავლობაში, დასვენებებისა და სადილის შესვენების ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ მომავალი სასწავლო წლიდან სმარტფონების გამოყენებას აკრძალავენ ასევე იტალიის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის და საფრანგეთის ზოგიერთ სკოლაშიც.

რაც შეეხება ნიდერლანდების სკოლებს, იქ გაკვეთილების დროს არამხოლოდ სმარტფონების, არამედ პლანშეტებისა და სხვა მობილური მოწყობილობების გამოყენებაც აკრძალულია. მასწავლებლების თქმით, სიახლის დამსახურებით ბავშვებმა ერთმანეთთან კომუნიკაციას მოუხშირეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები