ფინეთის ქალაქ იოენსუს მოქალაქეებს უფლება მისცეს დაიქირაონ ელექტრომობილები, რომლითაც როგორც წესი, ჩინოვნიკები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სარგებლობენ.
წარსულში საჯარო მოხელეებს შიდა წვის ძრავის მქონე მანქანებზე ჰქონდათ წვდომა. ცოტა ხნის წინ კი ავტო პარკი განახლდა და სრულად ეკოლოგიური გახდა.
ეს ავტომობილები სამუშაო საათებში საჯარო მოხელეებს სჭირდებათ, ხოლო 5 საათის შემდეგ ტრანსპორტის გამოყენება ყველას შეუზღუდავად შეეძლება. ერთადერთი პირობაა – ელექტრომობილი ცენტრში სამუშაო დღის დილის 7 საათისთვის უნდა იყოს დაბრუნებული.
ქირა საათში 8 ევრო ან დღეში 60 ევრო იქნება.
მომავალში ქალაქი კიდევ უფრო მეტი ელექტრომობილის შეძენას აპირებს