ფინეთი რუსეთის საზღვარზე რამდენიმე გამშვებ პუნქტს ხურავს.
ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფინეთის მთავრობამ თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო მიიღო.
„ეს გადაუდებელი შემთხვევა კი არა, ორგანიზებული ოპერაციაა. რუსეთის სასაზღვრო ორგანოების მუშაობა შეიცვალა და ისინი საზღვრის გადაკვეთის უფლებას იმ ადამიანებს აძლევენ, რომლებსაც შესაბამისი დოკუმენტები არ გააჩნიათ“, – განაცხადა პეტერი ორპომ.