ფინეთის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორის განცხადებით, 28 მარტიდან ფინეთი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას შეწყვეტს. ამის შესახებ Reuters იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში მატარებელი რუსეთიდან ფინეთში მგზავრებით სავსე ბრუნდებოდა, რაც რუსეთსა და ევროკავშირს შორის სანქციების ფარგლებში ავიამიმოსვლის შეჩერებას უნდა უკავშირდებოდეს.
ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, სარკინიგზო მიმოსვლის ამ დრომდე შენარჩუნების მიზეზი ის იყო, რომ რუსეთში მყოფ ფინეთის მოქალაქეებს უკან დაბრუნების საშუალება მისცემოდათ.
ფინეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლა კერძო ავტომობილით კვლავ შესაძლებელია.
ინფორმაციის თანახმად, ჰელსინკი-პეტერბურგის ხაზი რუსეთსა და ევროკავშირს შორის ერთ-ერთი ბოლო სარკინიგზო კავშირი იყო. რუსეთის რკინიგზა ამ ფაქტს მოკლე განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ საქმის კურსში არიან.
ფინეთი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიეროს