ფინეთი აპირებს, რომ ავტომაგისტრალებზე მაქსიმალური დაშვებული სიჩქარე 100-დან საათში 80-90 კილომეტრამდე შეამციროს. მიზანი – ფატალურად დასრულებული ავტო საგზაო შემთხვევების რიცხვის შემცირებაა.
ცვლილებები ძალაში 2025 წლიდან შევა. კანონი მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,8 ათას კილომეტრამდე გზას შეეხება. დასაწყისისთვის ეს იქნება გზების ვიწრო მონაკვეთები, რომლითაც ყოველდღიურად 500-დან 2,5 ათასამდე ავტომფლობელი სარგებლობს.
სიჩქარის ლიმიტის შემცირება გზაზე გატარებული დროის საშუალო მაჩვენებელს მხოლოდ მცირედით გაზრდის. ავტომფლობელებს გზაში 5-10 წუთით მეტის გატარება მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის უმთავრესი მიზანი 2050 წლისთვის გზებზე სიკვდილიანობის ნულამდე შემცირებაა. სწორედ ამისთვის ევროპული სახელმწიფოები მთელ რიგ ცვლილებებს აწესებენ.