LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთს ესტონეთთან წყალქვეშა გვირაბი დააკავშირებს

165
finlandnews

წყალქვეშა რკინიგზის გვირაბი ფინეთსა და ესტონეთს შორის 2024 წლის დეკემბრისთვის აიგება.

ერთი დედაქალაქიდან მეორემდე მისვლა სულ რაღაც ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი. ამჟამად ორი ქალაქი მხოლოდ ბორნითაა დაკავშირებული და მგზავრობას 2 საათი სჭირდება.

დაახლოებით 10 ათასი ესტონელი სამსახურში ყოველ დღე ჰელსინკიში დადის, ბევრი ფინელი ტურისტი კი უქმეებზე ტალინს აკითხავს.

გვირაბის სიგრძე 103 კილომეტრი იქნება – ეს კი ლა მანშის გვირაბის სიგრძეზე ორჯერ უფრო მეტია.

ახალი გზა ჰელსინკისა და ტალინის აეროპორტებს და რკინიგზას ერთმანეთთან დააკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ორი ქალაქის გვირაბით შეერთების იდეა პირველად 2008 წელს გაჩნდა. მაშინ ტალინის და ჰელსინკის მერებმა პროტოკოლს ხელი მოაწერეს და წინასწარი კვლევებისთვის 100–100 ათასი ევროც გამოყვეს. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ გვირაბი 2036 წლისთვის უნდა აგებულიყო. სპეციალისტებმა ისიც გამოთვალეს, რომ ნაგებობა 2050 წლისთვის 12,5 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g