ტამპერეში (ფინეთში) ახალ საგზაო ინსტრუმენტს ტესტავენ – ქვეითთა გადასასვლელის მანათობელ ნიშანს. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.
ნიშანი, რომელიც ერთი შეხედვით ლამპიონს ჰგავს, ინტელექტუალური გადამცემებითაა აღჭურვილი და ეს გადამცემები ქვეითის მოახლოებას აფიქსირებენ. ამის შემდეგ ნიშანი ციმციმს იწყებს, რათა ახლოს მდებარე მძღოლები გააფრთხილოს, რომ გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეა.
ახალი ნიშნები დასაწყისისთვის სკოლების სიახლოვეს დადგეს. ამ დროისთვის მერია მოსწავლეების შეფასებებს აგროვებს. თუკი ბავშვები სიახლეს დადებითად შეაფასებენ, „ჭკვიან“ ნიშნებს სხვა ქალაქებშიც გამოიყენებენ.
ტამპერეს სურს, რომ ევროკავშირის გეგმას მაქსიმალურად მიუახლოვდეს და 2030 წლისთვის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა მინიმუმამდე შეამციროს.