LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში ელექტროსკუტერები ისევე უნდა იყვნენ დაზღვეული როგორც ავტომობილები

123
ფინეთში ელექტროსკუტერები ისევე უნდა იყვნენ დაზღვეული როგორც ავტომობილები

ფინეთში მცხოვრებმა ელექტროსკუტერების მეპატრონეებმა ამიერიდან ისევე უნდა დააზღვიონ თავისი სატრანსპორტო საშუალება, როგორც ამას ავტომობილთა მეპატრონეები აკეთებენ.

ელექტროსკუტერი ხშირი მოხმარებისთვის უნდა იყოს დაზღვეული, თუკი ის 25 კილოგრამზე მეტს იწონის და საათში 25 კილომეტრზე მეტი სიჩქარის განვითარება შეუძლია. დაზღვევის არ ქონის შემთხვევაში სკუტერის გამოყენება აკრძალული იქნება.

აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული ყველა გასაქირავებელი ელექტროსკუტერიც და ამ შემთხვევაში მათ წონას ან სიჩქარეს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

ავარიის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია მძღოლს მხოლოდ პირველადი სამედიცინო დახმარების ხარჯებს აუნაზღაურებს. თუმცა, თუკი ელექტროსკუტერის მძღოლი მესამე პირს, მაგალითად ქვეითს დააზიანებს, მას ზარალს სრულად აუნაზღაურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები