LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფინვეი“ ფინანსურ მეგზურობას გაგიწევთ – ზუსტი, სანდო და დროული აღრიცხვა

129
dd

თუ მომსახურება ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების კუთხით გჭირდებათ – მეგზურობას „ფინვეი“ გაგიწევთ.

ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩენილი კომპანიის მიზანს სწორედ ზუსტი, სანდო და დროული აღრიცხვის საშუალებით, ბუღალტრული ანგარიშგების მოწესრიგების ხელშეწყობა წარმოადგენს.

კომპანიის პრიორიტეტია ასევე – მაღალკვალიფიციური, სერთიფიცირებული, განგრძობით სწავლებაში ჩართული ბუღალტრების გუნდი, მეგობრული სამუშაო გარემო და თითოეული დამკვეთის ინტერესებზე მორგებული კომფორტული სამუშაო პროცესი.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამკვეთის ინფორმაციის კონფიდენციალობა: კომპანიის დაგეგმილი, ან მიმდინარე პროექტები, მისი მოკლე ან გრძელვადიანი გეგმები, ფინანსური ან პროგრამის ანგარიშები, ინფორმაცია პარტნიორების, თანამშრომლებისა და სხვათა შესახებ“, – აცხადებენ „ფინვეის“ მენეჯმენტში.

მათივე ინფორმაციით, დაკვეთის ღირებულება განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობით, მასზე დახარჯული დროის მიხედვით და არა კომპანიის ბრუნვით.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ “ფინვეის” ოფიციალურ ფეისბუქგვერდს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g