ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატების მიხედვით საახალწლო სათამაშოები შეიქმნა. ინფორმაციას მაღაზია „ამბიენსი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ის რასაც, ყველა ერთად მოუთმენლად ველოდით! მაღაზია „ამბიენსში“, დაგხვდებათ ძვირფასი შუშის, ხელით მოხატული, საკოლექციო, ფიროსმანის ნახატების მიხედვით შექმნილი ფიგურები, რომელიც განსაკუთრებულ ემოციას იწვევს თითოეულ ჩვენგანში“, – იუწყება მაღაზიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების ინფორმაციით, ამ სათამაშოების ღირებულება 220-დან 280 ლარამდე მერყეობს.
ცნობისთვის, მაღაზია „ამბიენსი“ მდებარეობს ვაკეში, აბაშიძის 2 ნომერში (მრგვალ ბაღთან).