LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FitBit ახალ ფიტნეს-საათებს გამოუშვებს

37

მომხმარებლების უმეტესობა, მიუხედავად ტექნიკის განვითარებისა, ჭკვიანი საათების ნაცვლად, მაინც სტანდარტულ საათებს ირჩევს. არიან ისეთებიც, ვინც არჩევანს ფიტნეს-მოწყობილობებზე აკეთებენ. ჭკვიანი საათების კატეგორია ძირითადად ორ ნაწილად იყოფა.

ერთი ორიენტირებულია მხოლოდ სპორტულ აქტივობებზე, ხოლო მეორე კატეგორია ფიტნეს აქტივობების სენსორებს დამატებით ფუნქციებად შეითავსებს, თუმცა ძირითადად მსგავსი ტიპის საათები მაინც მცირე ეკრანიან სმარტფონებს წააგავს.

სწორედ ამიტომ, კომპანია Fitbit-მა სპეციალურ სამაჯურებზე ზრუნვა დაიწყო, საათებზე, რომელიც ყველა დამატებითი ფუნქციისგან განთავისუფლებულია. ახალი ტიპის საათები ორიენტირებულია დროის მონიტორინგსა და ფიტნეს აქტივობებზე. Charge 2 – ახალი ტიპის საათი ასევე აღჭურვილი იქნება პულსის მთვლელი სენსორით. კომპანია Charge 2-ისა და Flex 2-ის გამოშვებას ნოემბრის ბოლოს გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები